Luminor
ბუნებრივი განათების მაქსიმიზაცია და მისი როლი ადამიანის კეთილდღეობასა და პროდუქტიულობაში

ბუნებრივი განათების მაქსიმიზაცია და მისი როლი ადამიანის კეთილდღეობასა და პროდუქტიულობაში

არქიტექტურა შენობას არ აღიქვამს, როგორც თავშესაფარი. ის არის გარემო, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მასში მყოფი ადამიანების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ბუნებრივი სინათლე ამ ეკოსისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მინის გადახურვის (Skylight) სისტემები კი საუკეთესო საინჟინრო გადაწყვეტაა იმისთვის, რომ ინტერიერი მაქსიმალურად შეივსოს მზის, ბუნებრივი ნათებით.

ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რატომ არის ბუნებრივი განათება არა უბრალოდ თანამედროვე დიზაინის ელემენტი, არამედ ფუნქციური დატვრითვის მქონე ელემენტი და როგორ უზრუნველვყოფთ სინათლისა და თერმული კომფორტის ბალანსს.

ბუნებრივი სინათლე: ფუფუნება თუ აუცილებლობა?

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ბუნებრივი განათებით გაჯერებულ სივრცეებში მუშაობენ ან ცხოვრობენ, 15%-ით უფრო პროდუქტიულები არიან და აქვთ უკეთესი ძილის რუტინა. საყურადღებოა ისიც, რომ ხელოვნური განათება ვერასდროს შეცვლის მზის სინათლის სპექტრს, რომელიც არეგულირებს ჩვენს ბიოლოგიურ რიტმს, ის არის ნათება, რომელსაც ბუნებრივად ვეჩვევით ყოველდღიურობიდან გამომდინარე.

მინის გადახურვა საშუალებას იძლევა, შენობის სიღრმეშიც კი, სადაც სტანდარტული ფანჯრები ვერ აღწევს, შეიქმნას ნათელი და ბუნებრივად ცოცხალი გარემო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომერციული ატრიუმებისთვის, საოფისე ცენტრებისა და პრემიუმ კლასის რეზიდენციებისთვის, ასევე კერძო საცხოვრებელი სახლის ისეთი სივრცეებისთვის სადაც მზის შეღწევადობა მინიმალურია.

გამოწვევები: როგორ ვაკონტროლებთ მზის ენერგიას?

დიდი ზომის მინაპაკეტით გადახურვა არქიტექტორებისთვის ხშირად ასოცირდება „სათბურის” ეფექტთან, რამაც შესაძლოა ბევრ დამკვეთს გადააფიქრებინოს აღნიშნული სისტემის აუცილებლობა. თუმცა, სწორი მასალების შერჩევა ამ რისკს სრულად აქრობს:

მზის კონტროლი (Solar Low-E): ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ მინებს, რომლებიც ატარებენ სინათლეს, მაგრამ ბლოკავენ მავნე ულტრაიისფერ სხივებსა და ზედმეტ სითბოს. ეს ნიშნავს, რომ სივრცე არის ნათელი, მაგრამ არა გადახურებული.

თერმოიზოლაცია: პროფილები რომლებიც აღჭურვილია მრავალშრიანი თერმოხიდებით, უზრუნველყოფენ ზამთარში სითბოს დანაკარგს მინიმუმამდე შემცირებას.

კონსტრუქციული სიმტკიცე და უსაფრთხოება: მინის გადახურვის სტრუქტურა პროექტის შესაბამისად გათვლილია ნებისმიერი გარემოპირობისთვის: დიდთოვლობა, უხვი ნალექი და ძლიერი ქარი, ასევე მძიმე დარტყმებისაგან შუშის ნამსხვრევებად ქცევის თავიდან არიდება.

შესაბამისად სკაილაითი არ არის უბრალოდ „მინის სახურავი“ ან ფუფუნების საგანი — ეს არის რთული საინჟინრო სისტემა, რომელიც აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. ჩვენი მიზანია, თითოეული პროექტი ვაქციოთ ნათელ, ჯანსაღ და ფუნქციურ სივრცედ, სადაც ტექნოლოგია ემსახურება ადამიანის კომფორტს. თქვენი პროექტისთვის შესაბამისი მასალების არჩევაში კი შეგიძლიათ ჩვენს გამოცდილებას ენდოთ.

  • გაზიარება
  • share linkedin
  • share facebook

მსგავსი სიახლეები

Anka Alüminyum — ალუმინის არქიტექტურული სისტემები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა

ჩვენი

მომხმარებლები

მოისმინეთ ჩვენი მომხმარებლებისგან მათი გამოცდილების შესახებ

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play
ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play
cover

ეძებთ საიმედო პარტნიორს საფასადე სამუშაოებისთვის?

ვაქციოთ თქვენი არქიტექტურული ხედვა რეალობად — უმაღლესი სიზუსტით.

დაგვიკავშირდით

ხშირად დასმული კითხვები

მიიღეთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებთან დაკავშირებით პროექტირების, წარმოების, მასალების შერჩევის, მონტაჟისა და თანამშრომლობის პირობების შესახებ.

ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია არქიტექტურულად დახვეწილი ალუმინის საფასადე, კარ-ფანჯრის, მოაჯირებისა და გადახურვის სისტემების წარმოებასა და მონტაჟში. საკუთარი საწარმო, გამოცდილი საინჟინრო და სამონტაჟო გუნდი გვაძლევს საშუალებას, სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტები ვაქციოთ რეალობად.

თითოეული პროექტისთვის ინდივიდუალურად ვამუშავებთ ტექნიკურ კვანძებს და ვარჩევთ შესაბამის სისტემებსა და მასალებს. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე ვაწარმოებთ საჭირო კონსტრუქციებს საკუთარ საწარმოში და ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მათ მიწოდებასა და პროფესიონალურ მონტაჟს.

დიახ. შესაძლებელია როგორც სრული მომსახურებით სარგებლობა, ასევე ცალკეული პროდუქციისა და მასალების შეძენა მონტაჟის მომსახურების გარეშე.

დიახ, ჩვენივე სპეციალიზებული გუნდი უზრუნველყოფს ყველა კონსტრუქციის პროფესიონალურ მონტაჟს.

პროექტების სანახავად დააჭირეთ ღილაკს
აღარ მაჩვენო პროექტები
menu icon menu icon