Luminor

ალუმინის

საკეცი კარი

ალუმინის საკეცი კარი ორ სივრცეს შორის საზღვარს სრულად აქრობს. ფრთების კომპაქტურად დაკეცვით იღებთ მაქსიმალურად ღია, პანორამულ სივრცეს

ალუმინის საკეცი კარი წარმოადგენს ინოვაციურ არქიტექტურულ და საინჟინრო გადაწყვეტას, რომლის მთავარი მიზანი ორი ზონის ერთმანეთთან შეუფერხებელი დაკავშირებაა, სივრცის მინიმალური დანაკარგით. სტანდარტული სლაიდ სისტემებისგან განსხვავებით, სადაც ერთი ფრთა ყოველთვის ფარავს მეორეს, დასაკეცი კარი იძლევა ვიტრაჟული ღიობის თითქმის 100%-ით გახსნის საშუალებას და აქრობს საზღვარს ორ სივრცეს შორის.

სისტემა შედგება ერთმანეთთან სპეციალური, მძლავრი ანჯამებით დაკავშირებული რამდენიმე ფრთისგან. გაღებისას ეს ფრთები გორგოლაჭების (როლიკების) მეშვეობით ზედა და ქვედა რელსებზე შეუფერხებლად სრიალებს, იკეცება ერთმანეთზე და კომპაქტურად თავსდება კედლის ერთ ან ორივე მხარეს.

aluminium foldable door

უპირატესობები:

მაქსიმალური ღია სივრცე - კარის სრულად დაკეცვისას ღიობის 90%-ზე მეტი თავისუფლდება, რაც უზრუნველყოფს გასასვლელი სივრცის მაქსიმალურად ათვისებას.

მსუბუქი და უსაფრთხო ექსპლუატაცია - პროფილებისა და მინაპაკეტების მასიურობის მიუხედავად, უჟანგავი ფოლადის მექანიზმი საშუალებას გაძლევთ, მასიური კარი მარტივად, ერთი ხელის მოძრაობით დაკეცოთ ან გააღოთ.

მოქნილობა - პროექტის ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლოა საკეცი მექანიზმი მოძრაობდეს, როგორც ერთი, ასევე ორი მიმართულებით.

დაინტერესდით? დაგვიკავშირდით და გაიარეთ კონსულტაცია ნებისმიერ საკითხსა თუ დეტალზე თქვენს პროექტთან დაკავშირებით

დაგვიკავშირდით

ჩვენი

მომხმარებლები

მოისმინეთ ჩვენი მომხმარებლებისგან მათი გამოცდილების შესახებ

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play
ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play
cover

ეძებთ საიმედო პარტნიორს საფასადე სამუშაოებისთვის?

ვაქციოთ თქვენი არქიტექტურული ხედვა რეალობად — უმაღლესი სიზუსტით.

დაგვიკავშირდით

ხშირად დასმული კითხვები

მიიღეთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებთან დაკავშირებით პროექტირების, წარმოების, მასალების შერჩევის, მონტაჟისა და თანამშრომლობის პირობების შესახებ.

ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია არქიტექტურულად დახვეწილი ალუმინის საფასადე, კარ-ფანჯრის, მოაჯირებისა და გადახურვის სისტემების წარმოებასა და მონტაჟში. საკუთარი საწარმო, გამოცდილი საინჟინრო და სამონტაჟო გუნდი გვაძლევს საშუალებას, სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტები ვაქციოთ რეალობად.

თითოეული პროექტისთვის ინდივიდუალურად ვამუშავებთ ტექნიკურ კვანძებს და ვარჩევთ შესაბამის სისტემებსა და მასალებს. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე ვაწარმოებთ საჭირო კონსტრუქციებს საკუთარ საწარმოში და ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მათ მიწოდებასა და პროფესიონალურ მონტაჟს.

დიახ. შესაძლებელია როგორც სრული მომსახურებით სარგებლობა, ასევე ცალკეული პროდუქციისა და მასალების შეძენა მონტაჟის მომსახურების გარეშე.

დიახ, ჩვენივე სპეციალიზებული გუნდი უზრუნველყოფს ყველა კონსტრუქციის პროფესიონალურ მონტაჟს.

პროექტების სანახავად დააჭირეთ ღილაკს
აღარ მაჩვენო პროექტები
menu icon menu icon