მინის კარი თანამედროვე არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი გამორჩეული შემადგენელი ნაწილია. ისინი სივრცეს ჰმატებს ვიზუალურ სიმსუბუქეს და ელეგანტურობას. სისტემა სრულად პერიმეტრული ჩარჩოს გარეშე, მხოლოდ ანჯამების ან წერტილოვანი სამაგრების ხარჯზე არის ფიქსირებული. როგორც წესი კარი ნაწრთობი მინისაგან მზადდება. შესაბამისად, მექანიკური დაზიანების მიმართ საკმაოდ მედეგია. ძლიერი დაზიანების შემთხვევაშიც კი იშლება მცირე, ბლაგვ ნამსხვრევებად და მინიმუმამდე ამცირებს ადამიანის დაშავების რისკს.

კარისთვის მინაპაკეტის შერჩევაშესაძლებელია დამკვეთის მოთხოვნისა და სურვილის შესაბამისად, იქნება ეს გამჭვირვალე, ნაწრთობი, ლამინირებული თუ სხვა ტიპის მინა. კარი ფუნქციურად ყოველთვის ერთიდაიგივე მოვალეობას შეასრულებს სხვადასხვა შეზღუდვების გარეშე.