Luminor

მინაპაკეტი

თბოიზოლაციით

ეფექტური ორმაგი მინის სისტემები უზრუნველყოფს - იზოლაციას, კომფორტს, ენერგიის დაზოგვასა და გამძლეობას თანამედროვე არქიტექტურული შენობებისთვის.

ორმაგი მინის სისტემა შესაძლებელია მოიცავდეს სითბოს, მზის, უსაფრთხოებისა და აკუსტიკურ იზოლაციას. სისტემა წარმოდგენილია ორმაგი მინის პანელისაგან, რომელთა შორის არსებული ჰაერი უზრუვნველყოფს სითბოს, მზის სხივისა და აკუსტიკური გადაცემის შემცირებას.

double glazed glass series

გთავაზობთ აღნიშნული კატეგორიის მინის სამ ტიპს: C სერია, S სერია Low-E და K სერია Solar Low-E სერიებს, რომლებიც ერთმანეთისაგან რამდენიმე მახასიათებლით განსხვავდებიან

C სერია

კლასიკური ორმაგი მინის ტიპი, რომელიც უზრუნველყოფს მინიმალურ თბოიზოლაციას. უკეთესია, ვიდრე ერთფენიანი მინა, მაგრამ არ აქვს დამატებითი საფარი სითბოს/მზის სხივების კონტროლისთვის. ძირითადად გამოიყენება ისეთი შენობებისთვის ან შენობის ისეთი ნაწილებისთვის, სადაც განსაკუთრებული დატვირთვა არ ენიჭება სითბოს დანაკარგს ან მზის სითბოს ზედმეტად შეღწევადობას სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.

S სერია Low-E

მაღალი ხარისხის იზოლირებული მინის სერია, რომელიც იყენებს დამატებით ფენას თბოიზოლაციის უზრუნველსაყოფად. ჩვეულებრივი ორმაგი მინის სერიასთან შედარებით, სითბოს დანაკარგს დაახლოებით 50%-ით ამცირებს. ეს ავტომატურად ნიშნავს უკეთეს თბოიზოლაციას ზამთარში — ხელს უწყობს შიდა სივრცის სითბოს შენარჩუნებას, რაც იწვევს გათბობის ხარჯების შემცირებას. კარგი გადაწყვეტაა შენობებისთვის სადაც ზამთარი ან ცივი ამინდები განსაკუთრებით მკაცრია. შესაბამისად, საჭიროა შიდა სივრცეებში სითბოს მაქსიმალურად შენარჩუნება.

K სერია Solar Low-E

S სერიის მსგავსად იყენებს დამატებით ფენას თბოიზოლაციის უზრუნველსაყოფად. ახასიათებს მასთან დაკავშირებული სითბოს დანაკარგის 50%-იანი მაჩვენებელი და ამასთან დამატებით უზრუნველყოფს მზის სხივების გამტარიანობის შემცირებას, რაც ცხელ ამინდში გაგრილების/კონდიცირების ხარჯებს ამცირებს. მისი ორმაგი უპირატესობის წყალობით, აღნიშნული სერიის მინა მთელი წლის განმავლობაში მზად არის დაიცვას, როგორც თქვენი შიდა სივრცის სითბო განსაკუთრებით ცივ ამინდებში, ასევე აგარიდოთ ზედმეტი მზის გათბობა ზაფხულის ცხელ დღეებში.

დაინტერესდით? დაგვიკავშირდით და გაიარეთ კონსულტაცია ნებისმიერ საკითხსა თუ დეტალზე თქვენს პროექტთან დაკავშირებით

დაგვიკავშირდით

ჩვენი

მომხმარებლები

მოისმინეთ ჩვენი მომხმარებლებისგან მათი გამოცდილების შესახებ

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play
ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play
cover

ეძებთ საიმედო პარტნიორს საფასადე სამუშაოებისთვის?

ვაქციოთ თქვენი არქიტექტურული ხედვა რეალობად — უმაღლესი სიზუსტით.

დაგვიკავშირდით

ხშირად დასმული კითხვები

მიიღეთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებთან დაკავშირებით პროექტირების, წარმოების, მასალების შერჩევის, მონტაჟისა და თანამშრომლობის პირობების შესახებ.

ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია არქიტექტურულად დახვეწილი ალუმინის საფასადე, კარ-ფანჯრის, მოაჯირებისა და გადახურვის სისტემების წარმოებასა და მონტაჟში. საკუთარი საწარმო, გამოცდილი საინჟინრო და სამონტაჟო გუნდი გვაძლევს საშუალებას, სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტები ვაქციოთ რეალობად.

თითოეული პროექტისთვის ინდივიდუალურად ვამუშავებთ ტექნიკურ კვანძებს და ვარჩევთ შესაბამის სისტემებსა და მასალებს. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე ვაწარმოებთ საჭირო კონსტრუქციებს საკუთარ საწარმოში და ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მათ მიწოდებასა და პროფესიონალურ მონტაჟს.

დიახ. შესაძლებელია როგორც სრული მომსახურებით სარგებლობა, ასევე ცალკეული პროდუქციისა და მასალების შეძენა მონტაჟის მომსახურების გარეშე.

დიახ, ჩვენივე სპეციალიზებული გუნდი უზრუნველყოფს ყველა კონსტრუქციის პროფესიონალურ მონტაჟს.

პროექტების სანახავად დააჭირეთ ღილაკს
აღარ მაჩვენო პროექტები
menu icon menu icon