Logo
გაიცანით ალუმინი

გაიცანით ალუმინი

თანამედროვე მშენებლობაში მასალის შერჩევა განსაზღვრავს არა მხოლოდ შენობის ვიზუალს, არამედ მის ფუნქციურ გამძლეობას ათწლეულების განმავლობაში. ალუმინი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მასალად ითვლება. ამ სტატიაში მოკლედ შევაჯამებთ იმ მთავარ ფაქტორებს, რაც ამ მეტალს არქიტექტურის განუყოფელ ნაწილად აქცევს.

სიმტკიცე და კონსტრუქციული სიმსუბუქე

ალუმინის მთავარი უპირატესობა მის დაბალ წონასა და მაღალ სიმტკიცეში მდგომარეობს. ის ფოლადზე ბევრად მსუბუქია, რაც ამცირებს დატვირთვას, თუმცა მისი პროფილების მოქნილობა საშუალებას გვაძლევს დავამზადოთ ჩარჩო, რომელიც გარანტირებულად შეძლებს გიგანტური ზომის ვიტრაჟებისა და მძიმე მინაპაკეტების ფიქსირებას. სწორედ ალუმინი ხდის შესაძლებელს „მინიმალისტურ“ დიზაინს — სადაც ჩარჩო თითქმის შეუმჩნეველია, ხედი კი მაქსიმალურად ღია. ადვილად იღებს ფორმას, მარტივი მასალაა ყალიბებში სხვადასხვა ფორმის ჩამოსხმისათვის და ასევე მარტივია მისი მექანიკური დამუშავეება.

კოროზიისადმი მედეგობა

განსხვავებით ხისა და რკინისგან, ალუმინი არ ლპება და არ იჟანგება. მასზე ბუნებრივად არსებობს ფენა, რომელიც იცავს ზედაპირს ჟანგბადთან პირდაპირი კონტაქტისაგან. ზედაპირის დამუშავების თანამედროვე მეთოდები, როგორიცაა ანოდირება ან ფხვნილოვანი შეღებვა, მასალას პრაქტიკულად საუკუნოვანს ხდის და უნარჩუნებს პირვანდელ ფერს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.

თერმოიზოლაცია და ენერგოეფექტურობა

თანამედროვე ალუმინის პროფილები შესაძლოა აღიჭურვოს ე.წ. „თერმოხიდით“ — საიზოლაციო შრით, რომელიც წყვეტს ტემპერატურის გამტარობას პროფილის შიდა და გარე მხარეებს შორის. ეს ნიშნავს, რომ ალუმინის სისტემები ისეთივე ენერგოეფექტურია, როგორც სხვა ალტერნატივები, თუმცა ბევრად უფრო გამძლე და ესთეტიკური.

მინიმალური მოვლა და ეკოლოგია

ალუმინის პროფილებს მინიმალურად სჭირდებათ პერიოდული ღებვა ან სპეციალური ქიმიური დამუშავება. მათი მოვლა მხოლოდ ზედაპირის გასუფთავებით (ჩამორეცხვით) შემოიფარგლება. გარდა ამისა, ალუმინი 100%-ით გადამუშავებადია, რაც მას ეკომეგობრულ მასალად აქცევს და ზრდის შენობის საერთო ღირებულებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

დიზაინის შეუზღუდავი შესაძლებლობები

RAL კატალოგის ასობით ფერი, ტექსტურების ფართო არჩევანი და ნებისმიერი ფორმის მიღების შესაძლებლობა არქიტექტორებს სრულ თავისუფლებას აძლევს. იქნება ეს კლასიკური ფასადი, მრავალწახნაგოვანი, რკალური ფორმის ან ტალღოვანი კონსტრუქცია, ალუმინი ნებისმიერ ხედვას რეალობად აქცევს.

  • გაზიარება
  • share linkedin
  • share facebook

მსგავსი სიახლეები

როგორ შევარჩიოთ მინა სწორად?

ჩვენი

მომხმარებლები

მოისმინეთ ჩვენი მომხმარებლებისგან მათი გამოცდილების შესახებ

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play
ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play
cover

ეძებთ საიმედო პარტნიორს საფასადე სამუშაოებისთვის?

ვაქციოთ თქვენი არქიტექტურული ხედვა რეალობად — უმაღლესი სიზუსტით.

დაგვიკავშირდით

ხშირად დასმული კითხვები

ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს მარტივად და დეტალურად აქ იპოვით.

ლუმინორ ჯგუფი ახალგაზრდა, ამბიციური და სწრაფად მზარდი საინჟინრო კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია ბათუმში (საქართველო). სპეციალიზებულია ინოვაციურ ალუმინის საფასადე და მოპირკეთების სისტემებში. დაარსდა 2024 წელს და არის Anta Group-ის შვილობილი კომპანია. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება თანამედროვე არქიტექტურულ დიზაინზე, ტექნიკურ სიზუსტესა და მდგრად სამშენებლო გადაწყვეტილებებს

ლუმინორ ჯგუფი გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას, საერთაშორისოდ აღიარებული და სერტიფიცირებული მოსაპირკეთებელი მასალებით. ჩვენთან თანამშრომლობა ძალიან მარტივია - დაგვიკავშირდით, გაიარეთ კონსულტაცია, შევთანმხდებით ფასადის კვანძების გადაწყვეტილებებზე და ჩვენი გუნდი მოაპირკეთებს ფასადს.

დიახ, შეგიძლიათ ჩვენს მომსახურებაზე უარი თქვათ და მხოლოდ შეიძინოთ პროდუქტები.

დიახ, ჩვენივე სპეციალიზებული გუნდი უზრუნველყოფს ყველა კონსტრუქციის პროფესიონალურ მონტაჟს.

პროექტების სანახავად დააჭირეთ ღილაკს
აღარ მაჩვენო პროექტები
menu icon menu icon