ფასადის პროექტირება - სრული პროცესი
შენობის ფასადი↗ მხოლოდ მისი ვიზუალური ნაწილი არ არის. ფასადის სისტემამ უნდა უპასუხოს პროექტის არქიტექტურულ ჩანაფიქრს, ტექნიკურ მოთხოვნებს, გარემო პირობებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ, ფასადის მოწყობამდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია მისი სწორად პროექტირება.
იხილეთ მიმდინარე და დასრულებული პროექტები↗
ფასადის პროექტირების პროცესში არქიტექტურული იდეა გარდაიქმნება ტექნიკურ გადაწყვეტად, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია შესაბამისი მასალების შერჩევა, კონსტრუქციების წარმოება და შემდგომ მათი მონტაჟი.
არქიტექტურული პროექტის შეფასება
პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია შენობის არქიტექტურული პროექტისა და ფასადის კონცეფციის შესწავლა.
ფასდება შენობის ფორმა და სიმაღლე, ფასადის გეომეტრია, ღიობები, სხვადასხვა სიბრტყე და არქიტექტურული ელემენტები. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრაც, თუ რა ვიზუალური შედეგის მიღება სურს არქიტექტორსა და დამკვეთს და რა ტექნიკური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს მომავალმა ფასადის სისტემამ.
ფასადის სისტემისა და მასალების შერჩევა
არქიტექტურული კონცეფციის შეფასების შემდეგ შესაძლებელია შესაბამისი ფასადის სისტემისა↗ და მასალების შერჩევა.
პროექტის მიხედვით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ალუმინისა და მინის საფასადე სისტემები, კომპოზიტური პანელები, დეკორატიული ალუმინის ელემენტები, თბოიზოლაცია და სხვა მასალები.
სისტემის არჩევისას გასათვალისწინებელია არა მხოლოდ მისი ვიზუალური მხარე, არამედ შენობის დანიშნულება, სიმაღლე, გარემო პირობები, ენერგოეფექტურობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები.
საინჟინრო გაანგარიშებები და ტექნიკური კვანძები
ფასადის პროექტირების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია საინჟინრო გადაწყვეტების შემუშავება.

ამ ეტაპზე ფასდება ფასადზე მოქმედი დატვირთვები, მათ შორის ქარის ზემოქმედება, კონსტრუქციების ზომები და მათი შენობასთან დამაგრების პირობები.
ასევე მუშავდება ტექნიკური კვანძები - როგორ უკავშირდება ფასადის სხვადასხვა ელემენტი ერთმანეთს და როგორ ხდება მათი დამაგრება შენობის ძირითად კონსტრუქციაზე. სწორად დამუშავებული კვანძები მნიშვნელოვანია როგორც ფასადის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი წარმოებისა და მონტაჟისთვის.
სამუშაო ნახაზები და წარმოებისთვის მომზადება
ტექნიკური გადაწყვეტების განსაზღვრის შემდეგ მზადდება სამუშაო ნახაზები და ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ფასადის ცალკეული ელემენტების წარმოება.
ზუსტდება პროფილების, მინის, პანელებისა და სხვა კომპონენტების ზომები, მათი განლაგება და დამუშავებისთვის საჭირო დეტალები.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მასალების ოპტიმიზაციაც, გამოვიყენოთ მასალები მაქსიმალურად ეფექტურად რათა, შემცირდეს წარმოების პროცესში დანაკარგები და პროექტის ხარჯები.
მონტაჟის დაგეგმვა
ფასადის პროექტირება წარმოებით არ სრულდება. ტექნიკური გადაწყვეტის შემუშავებისას წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული ისიც, თუ როგორ მოხდება სისტემის მონტაჟი უშუალოდ ობიექტზე.
შენობის სიმაღლე, სამუშაო სივრცე, მასალების გადაადგილება, მონტაჟის თანმიმდევრობა და სხვა სამშენებლო სამუშაოებთან კოორდინაცია გავლენას ახდენს სამუშაო პროცესზე.
ფასადის პროექტირების პროცესში მნიშვნელოვანია არქიტექტორებთან, კონსტრუქტორებთან და სამშენებლო გუნდის სხვა მონაწილეებთან კოორდინაციაც. ეს საშუალებას გვაძლევს, წინასწარ შევათანხმოთ ტექნიკური დეტალები, კონსტრუქციების დამაგრების პირობები და სამუშაოების თანმიმდევრობა, რათა წარმოებისა და მონტაჟის ეტაპებზე შესაძლო შეუსაბამობები მინიმუმამდე შემცირდეს. ამრიგად, წინასწარ დაგეგმილი მონტაჟი ამცირებს ობიექტზე გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის შესაძლებლობას.
რატომ არის ფასადის სწორი პროექტირება მნიშვნელოვანი?
სწორად დაპროექტებული ფასადი აერთიანებს არქიტექტურულ ჩანაფიქრსა და ტექნიკურად გამართულ გადაწყვეტას. პროექტირების ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს უსაფრთხოებაზე, მასალების ეფექტურ გამოყენებაზე, წარმოების სიზუსტეზე, მონტაჟის პროცესსა და ფასადის გრძელვადიან ექსპლუატაციაზე.
ჩვენ თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით - ვაფასებთ არქიტექტურულ და ტექნიკურ მოთხოვნებს, ვამუშავებთ შესაბამის საინჟინრო გადაწყვეტებს, ვარჩევთ მასალებს, საკუთარ საწარმოში ვამზადებთ საჭირო კონსტრუქციებს და ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მათ მონტაჟს.
ამგვარად, ფასადის პროექტირება არის პროცესი, რომელიც არქიტექტურულ იდეას რეალურ, უსაფრთხო და ფუნქციურ საფასადე სისტემად გარდაქმნის.
მსგავსი სიახლეები
ჩვენი
მომხმარებლები
მოისმინეთ ჩვენი მომხმარებლებისგან მათი გამოცდილების შესახებ
ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“
ეძებთ საიმედო პარტნიორს საფასადე სამუშაოებისთვის?
ვაქციოთ თქვენი არქიტექტურული ხედვა რეალობად — უმაღლესი სიზუსტით.
დაგვიკავშირდითხშირად დასმული კითხვები
მიიღეთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებთან დაკავშირებით პროექტირების, წარმოების, მასალების შერჩევის, მონტაჟისა და თანამშრომლობის პირობების შესახებ.
ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია არქიტექტურულად დახვეწილი ალუმინის საფასადე, კარ-ფანჯრის, მოაჯირებისა და გადახურვის სისტემების წარმოებასა და მონტაჟში. საკუთარი საწარმო, გამოცდილი საინჟინრო და სამონტაჟო გუნდი გვაძლევს საშუალებას, სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტები ვაქციოთ რეალობად.
თითოეული პროექტისთვის ინდივიდუალურად ვამუშავებთ ტექნიკურ კვანძებს და ვარჩევთ შესაბამის სისტემებსა და მასალებს. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე ვაწარმოებთ საჭირო კონსტრუქციებს საკუთარ საწარმოში და ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მათ მიწოდებასა და პროფესიონალურ მონტაჟს.
დიახ. შესაძლებელია როგორც სრული მომსახურებით სარგებლობა, ასევე ცალკეული პროდუქციისა და მასალების შეძენა მონტაჟის მომსახურების გარეშე.
დიახ, ჩვენივე სპეციალიზებული გუნდი უზრუნველყოფს ყველა კონსტრუქციის პროფესიონალურ მონტაჟს.

