Luminor
მინის სახურავი - რა უნდა გაითვალისწინოთ Skylight სისტემის შერჩევისას

მინის სახურავი - რა უნდა გაითვალისწინოთ Skylight სისტემის შერჩევისას

მინის სახურავი↗ (ე.წ სქაილაითი / Skylight) თანამედროვე არქიტექტურაში გამოიყენება სივრცეში ბუნებრივი განათების გასაზრდელად და ღია, ნათელი გარემოს შესაქმნელად. Skylight სისტემები გვხვდება სასტუმროებში, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებში, საცხოვრებელ კომპლექსებში, ატრიუმებში, ტერასებზე და სხვა ტიპის შენობებში.

თუმცა მინის გადახურვა მხოლოდ არქიტექტურული ელემენტი არ არის. ის შენობის გარე კონსტრუქციის ნაწილია და მუდმივად ექვემდებარება ქარის, ნალექის, მზის გამოსხივებისა და ტემპერატურის ცვლილების ზემოქმედებას. ამიტომ Skylight სისტემის პროექტირებისას მნიშვნელოვანია მინის, ალუმინის კონსტრუქციის, ჰერმეტულობის, წყლის დრენაჟისა და სხვა ტექნიკური საკითხების ერთიანად გათვალისწინება.

ფასადის პროექტირების დეტალები↗

სად გამოიყენება მინის გადახურვის სისტემები?

Skylight სისტემის გამოყენება შესაძლებელია როგორც მცირე ზომის სივრცისათვის, ისე დიდი ფართობის არქიტექტურული კონსტრუქციებისთვის.

ის ხშირად გამოიყენება ატრიუმების, შიდა ეზოების, შესასვლელების, ტერასების, გალერეებისა და სხვა სივრცეების გადასახურად, სადაც მნიშვნელოვანია ბუნებრივი განათების შენარჩუნება.

კონკრეტული გადაწყვეტა დამოკიდებულია გადახურვის ზომაზე, ფორმაზე, დახრილობაზე, შენობის კონსტრუქციასა და სივრცის დანიშნულებაზე. შესაბამისად, ყველა მინის სახურავისთვის ერთი და იგივე სისტემის გამოყენება შეუძლებელია.

მინის შერჩევა

მინა↗ Skylight სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და მისი შერჩევისას მხოლოდ ვიზუალური მხარის გათვალისწინება საკმარისი არ არის.

გადახურვისთვის გამოყენებული მინის ტიპი↗ და სისქე უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული პროექტის დატვირთვებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. პროექტის მიხედვით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწრთობი↗, ლამინირებული↗ ან მათი კომბინაციით შექმნილი მინა/მინაპაკეტი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ როგორ მოიქცევა მინა დაზიანების შემთხვევაში. სრულებით შესაძლებელია, რომ მინის გადახურვა, ადამიანების კონცენტრაციის ადგილას მდებარეობდეს, ამიტომ მისი უსაფრთხოების მოთხოვნები აუცილებლად შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტის საფუძველზე უნდა განისაზღვროს.

ალუმინის კონსტრუქცია და დატვირთვები

მინის პანელები შესაბამის საყრდენ კონსტრუქციაზე მონტაჟდება, რომლის ერთ-ერთი გავრცელებული გადაწყვეტა ალუმინის პროფილების სისტემაა.

პროფილების ზომები და განლაგება დამოკიდებულია მინის ზომებზე, კონსტრუქციის ფორმაზე, საყრდენ წერტილებსა და სისტემაზე მოქმედ დატვირთვებზე.

Skylight სისტემის პროექტირებისას გასათვალისწინებელია საკუთარი წონა, ქარის ზემოქმედება, თოვლისა და წვიმის დატვირთვა და სხვა ფაქტორები, რომლებიც კონკრეტული შენობისა და მდებარეობის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს.

ამიტომ ალუმინის პროფილებისა და მინის ზომების შერჩევა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ უნდა მოხდეს - ისინი ერთიანი საინჟინრო სისტემის ნაწილებია.

ჰერმეტულობა და წყლის დრენაჟი

მინის სახურავის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ნალექის სწორად მართვაა.

სისტემა ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ წვიმის წყალი ზედაპირზე არასასურველ ადგილებში არ დაგროვდეს და შესაბამისი არხებით უსაფრთხოდ მოშორდეს კონსტრუქციას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია გადახურვის დახრილობა, პროფილების კონფიგურაცია, შეერთების კვანძები და წყლის დრენაჟისთვის გათვალისწინებული გზები.

არასწორად დაგეგმილმა დეტალებმა შეიძლება გამოიწვიოს წყლის შეღწევა ან დაგროვება. ამიტომ ჰერმეტულობისა და დრენაჟის გადაწყვეტა Skylight სისტემის პროექტირების ეტაპზევე უნდა დამუშავდეს და არა მხოლოდ მონტაჟის დროს.

თბოიზოლაცია და მზის ზემოქმედება

დიდი მინის ზედაპირი პირდაპირ გავლენას ახდენს შენობაში შემომავალ მზის ენერგიასა და შიდა ტემპერატურაზე.

პროექტის დანიშნულებისა და მინის სახურავის ფართობის მიხედვით შესაძლებელია შესაბამისი თბოიზოლაციის, Low-E↗ ან მზის კონტროლის↗ მახასიათებლების მქონე მინის გამოყენება.

სწორად შერჩეული მინა და ალუმინის სისტემა ხელს უწყობს სივრცის თბური მახასიათებლების გაუმჯობესებას და არასასურველი მზის ზემოქმედების შემცირებას ისე, რომ შენარჩუნდეს Skylight-ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია - ბუნებრივი განათება.

წარმოება და მონტაჟი

Skylight სისტემის↗ საბოლოო შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ პროექტირებასა და მასალების შერჩევაზე, არამედ კონსტრუქციების დამზადებისა და მონტაჟის სიზუსტეზეც.

პროფილების დამუშავება, მინის ზომები, შეერთების კვანძები, სამაგრი ელემენტები და ჰერმეტიზაციის დეტალები პროექტის მიხედვით ზუსტად უნდა მომზადდეს.

მონტაჟის ეტაპზე გასათვალისწინებელია სამუშაო სიმაღლე, მინის უსაფრთხოდ აწევა და გადაადგილება, მონტაჟის თანმიმდევრობა და სისტემის საბოლოო შემოწმება.

მინის სახურავი როგორც ერთიანი სისტემა

სწორად დაპროექტებული მინის სახურავი აერთიანებს არქიტექტურულ იდეას, ბუნებრივ განათებას, უსაფრთხოებასა და ტექნიკურად გამართულ გადაწყვეტას.

იხილეთ მიმდინარე და დასრულებული პროექტები↗

ჩვენ თითოეული პროექტისთვის ვაფასებთ არქიტექტურულ და ტექნიკურ მოთხოვნებს, ვამუშავებთ შესაბამის საინჟინრო გადაწყვეტებს, თქვენთან ერთად ვარჩევთ მინისა და ალუმინის სისტემებს, საკუთარ საწარმოში ვამზადებთ საჭირო კონსტრუქციებს და ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მათ მონტაჟს.

Skylight სისტემის პროექტირებისას ყველა კომპონენტი - მინა, ალუმინის კონსტრუქცია, დამაგრება, ჰერმეტულობა და დრენაჟი - ერთიან სისტემად უნდა განიხილებოდეს, რათა მინის გადახურვამ უსაფრთხოდ და გამართულად შეასრულოს თავისი ფუნქცია.

  • გაზიარება
  • share linkedin
  • share facebook

მსგავსი სიახლეები

ალუმინის კომპოზიტური პანელის ფასი - რა განსაზღვრავს ფასს?

ჩვენი

მომხმარებლები

მოისმინეთ ჩვენი მომხმარებლებისგან მათი გამოცდილების შესახებ

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play
ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play
cover

ეძებთ საიმედო პარტნიორს საფასადე სამუშაოებისთვის?

ვაქციოთ თქვენი არქიტექტურული ხედვა რეალობად — უმაღლესი სიზუსტით.

დაგვიკავშირდით

ხშირად დასმული კითხვები

მიიღეთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებთან დაკავშირებით პროექტირების, წარმოების, მასალების შერჩევის, მონტაჟისა და თანამშრომლობის პირობების შესახებ.

ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია არქიტექტურულად დახვეწილი ალუმინის საფასადე, კარ-ფანჯრის, მოაჯირებისა და გადახურვის სისტემების წარმოებასა და მონტაჟში. საკუთარი საწარმო, გამოცდილი საინჟინრო და სამონტაჟო გუნდი გვაძლევს საშუალებას, სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტები ვაქციოთ რეალობად.

თითოეული პროექტისთვის ინდივიდუალურად ვამუშავებთ ტექნიკურ კვანძებს და ვარჩევთ შესაბამის სისტემებსა და მასალებს. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე ვაწარმოებთ საჭირო კონსტრუქციებს საკუთარ საწარმოში და ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მათ მიწოდებასა და პროფესიონალურ მონტაჟს.

დიახ. შესაძლებელია როგორც სრული მომსახურებით სარგებლობა, ასევე ცალკეული პროდუქციისა და მასალების შეძენა მონტაჟის მომსახურების გარეშე.

დიახ, ჩვენივე სპეციალიზებული გუნდი უზრუნველყოფს ყველა კონსტრუქციის პროფესიონალურ მონტაჟს.

პროექტების სანახავად დააჭირეთ ღილაკს
აღარ მაჩვენო პროექტები
menu icon menu icon