ალუმინის ფასადი ნახევარჩამკეტით მზადდება კლასიკური ჩამკეტიანი ფასადის პრინციპით, თუმცა გამოირჩევა განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტით. მხოლოდ ერთი მიმართულებით, მხოლოდ ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად, გამოყენებული ხაზოვანი პროფილები შენობას განსაკუთრებულ გეომეტრიულ სიმდიდრეს, სიღრმესა და დახვეწილ იერსახეს სძენს.
ზოლებში, სადაც არ გამოიყენება ალუმინის ჩამკეტი, თავსდება სპეციალური მაღალი ხარისხის EPDM შუასადებები, რაც უზრუნველყოფს ფასადის ერთიანობასა და იზოლაციას.

არქიტექტურული თავისუფლება
და ფორმების მრავალფეროვნება
მომხმარებლისა და არქიტექტორის ჩანაფიქრის შესაბამისად, საფასადე ზოლებზე შესაძლებელია სხვადასხვა ფორმის დეკორატიული ჩამკეტის გამოყენება: ბრტყელი პროფილები, ოვალური პროფილები, მახვილკუთხა და მართკუთხა ფორმის მქონე პროფილები.
პროფილის სისქე და საყრდენი კონსტრუქციის სიღრმე ინდივიდუალურად შეირჩევა შენობის არქიტექტურული მასშტაბისა და ქარის დატვირთვის მიხედვით, რაც ფართო ღიობების უსაფრთხოდ მოპირკეთების საშუალებას იძლევა.
ფარული ფანჯრები (გასაღები სისტემები)
აღნიშნული საფასადე სისტემა საშუალებას იძლევა ფასადში სრულიად შეუმჩნევლად იქნას ინტეგრირებული გარედან ფანჯრები. გარედან შეხედვისას, გახსნადი მოდულები არ გამოირჩევა ფასადის ერთიანი ვიზუალისგან.
