Luminor

Skylight

გადახურვა

არქიტრექტურული კონსტრუქციაა, რომლის მთავარი ფუნქცია ესთეტიკასთან ერთად ინტერიერში მზის სხივების შეღწევადობის გაზრდაა.

Skylight (მინის გადახურვა) არის არქიტექტურული კონსტრუქცია, რომლის მთავარი ფუნქცია ინტერიერში ბუნებრივი სინათლის მაქსიმალური შემოღწევაა. ეს სისტემები უზრუნველყოფენ შენობის სიღრმეში მდებარე სივრცეების ბუნებრივ განათებას, სადაც სტანდარტული ფანჯრები ვერ აღწევს. საინჟინრო თვალსაზრისით, სკაილაითი არის მინისა და ალუმინის ჩარჩოს კომბინაცია, რომელიც გათვლილია სტატიკურ დატვირთვებზე, როგორიცაა ნალექი და ქარი.

skylight systems types

ძირითადი ტიპები:

სტანდარტული სქაილაითი: გამოიყენება ძირითადად იმ სივრცეებში, სადაც ტემპერატურის კონტროლი არ არის კრიტიკული. მისი მთავარი დანიშნულება ვიზუალური ეფექტისა და განათების შექმნაა.

თერმო-იზოლირებული სისტემები: პროფილები აღჭურვილია სპეციალური თერმო-ხიდებითა და ენერგოეფექტური მინაპაკეტებით. ასეთი სისტემები მინიმუმამდე ამცირებს სითბოს დანაკარგს ზამთარში და იცავს სივრცეს გადახურებისგან ზაფხულში.

ფიქსირებული სქაილაითი: ეს არის მინის გადახურვა, რომელიც არ იხსნება. იგი გამოიყენება მხოლოდ განათების ფუნქციით და გამოირჩევა მაღალი ჰერმეტულობით.

ვენტილირებადი სქაილაითი: კონსტრუქცია, რომელიც აღჭურვილია მექანიკური ან ავტომატური გახსნის მექანიზმით. სინათლესთან ერთად, ის უზრუნველყოფს შენობის ბუნებრივ ვენტილაციასა და ჰაერის ცირკულაციას.

სტრუქტურული მინის გადახურვა: გამოიყენება მასშტაბური პროექტებისთვის (ატრიუმები, სავაჭრო ცენტრები). ასეთი სისტემები გათვლილია დიდ ფართობზე, მასიური პროფილების ჩონხჩის აგებასა და შესაბამისი მინაპაკეტის გამოყენებაზე, ხშირად მოითხოვს რთულ საინჟინრო გათვლებს მდგრადობის შესანარჩუნებლად.

დაინტერესდით? დაგვიკავშირდით და გაიარეთ კონსულტაცია ნებისმიერ საკითხსა თუ დეტალზე თქვენს პროექტთან დაკავშირებით

დაგვიკავშირდით

ჩვენი

მომხმარებლები

მოისმინეთ ჩვენი მომხმარებლებისგან მათი გამოცდილების შესახებ

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play
ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play
cover

ეძებთ საიმედო პარტნიორს საფასადე სამუშაოებისთვის?

ვაქციოთ თქვენი არქიტექტურული ხედვა რეალობად — უმაღლესი სიზუსტით.

დაგვიკავშირდით

ხშირად დასმული კითხვები

მიიღეთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებთან დაკავშირებით პროექტირების, წარმოების, მასალების შერჩევის, მონტაჟისა და თანამშრომლობის პირობების შესახებ.

ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია არქიტექტურულად დახვეწილი ალუმინის საფასადე, კარ-ფანჯრის, მოაჯირებისა და გადახურვის სისტემების წარმოებასა და მონტაჟში. საკუთარი საწარმო, გამოცდილი საინჟინრო და სამონტაჟო გუნდი გვაძლევს საშუალებას, სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტები ვაქციოთ რეალობად.

თითოეული პროექტისთვის ინდივიდუალურად ვამუშავებთ ტექნიკურ კვანძებს და ვარჩევთ შესაბამის სისტემებსა და მასალებს. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე ვაწარმოებთ საჭირო კონსტრუქციებს საკუთარ საწარმოში და ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მათ მიწოდებასა და პროფესიონალურ მონტაჟს.

დიახ. შესაძლებელია როგორც სრული მომსახურებით სარგებლობა, ასევე ცალკეული პროდუქციისა და მასალების შეძენა მონტაჟის მომსახურების გარეშე.

დიახ, ჩვენივე სპეციალიზებული გუნდი უზრუნველყოფს ყველა კონსტრუქციის პროფესიონალურ მონტაჟს.

პროექტების სანახავად დააჭირეთ ღილაკს
აღარ მაჩვენო პროექტები
menu icon menu icon