Luminor

ალუმინის

კარ-ფანჯრის სისტემები

პრემიუმ ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯრის სისტემები — ხმის იზოლაციით, თბოიზოლაციითა და ესთეტიკური დიზაინით, საცხოვრებელი და კომერციული სივრცეებისთვის.

ალუმინის კარ-ფანჯრის სისტემები თანამედროვე შენობის არქიტექტურისა და ფასადის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი აერთიანებს ფუნქციურობას, გამძლეობას, თბოიზოლაციასა და თანამედროვე ვიზუალურ გადაწყვეტებს და გამოიყენება როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და საზოგადოებრივ შენობებში.

პროექტის მოთხოვნების მიხედვით შესაძლებელია თბოიზოლაციით ან თბოიზოლაციის გარეშე სისტემების, სხვადასხვა ტიპის მინის, გაღების მექანიზმებისა და პროფილების გამოყენება. შესაბამისი სისტემის შერჩევისას ვითვალისწინებთ ღიობების ზომებს, კონსტრუქციაზე მოქმედ დატვირთვებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნებს, გარემო პირობებსა და შენობის არქიტექტურულ კონცეფციას.

ალუმინის პროფილების გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ როგორც სტანდარტული კარ-ფანჯრის კონსტრუქციები, ისე დიდი ზომის მინის ზედაპირები და პროექტისთვის ინდივიდუალურად დამუშავებული გადაწყვეტები.

თითოეული პროექტისთვის ვარჩევთ შესაბამის ალუმინისა და მინის სისტემებს, ვამუშავებთ საჭირო ტექნიკურ გადაწყვეტებს, საკუთარ საწარმოში ვამზადებთ კონსტრუქციებს და ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მათ მონტაჟს.

ჩვენი

მომხმარებლები

მოისმინეთ ჩვენი მომხმარებლებისგან მათი გამოცდილების შესახებ

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“

ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play
ლუმინორ-ს გამორჩეულად განასხვავებს მათი უნარი, შემოგთავაზონ გამოსავალი და გაგაძლიერონ, გამოწვევების მიუხედავად.“ play
cover

ეძებთ საიმედო პარტნიორს საფასადე სამუშაოებისთვის?

ვაქციოთ თქვენი არქიტექტურული ხედვა რეალობად — უმაღლესი სიზუსტით.

დაგვიკავშირდით

ხშირად დასმული კითხვები

მიიღეთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებთან დაკავშირებით პროექტირების, წარმოების, მასალების შერჩევის, მონტაჟისა და თანამშრომლობის პირობების შესახებ.

ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია არქიტექტურულად დახვეწილი ალუმინის საფასადე, კარ-ფანჯრის, მოაჯირებისა და გადახურვის სისტემების წარმოებასა და მონტაჟში. საკუთარი საწარმო, გამოცდილი საინჟინრო და სამონტაჟო გუნდი გვაძლევს საშუალებას, სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტები ვაქციოთ რეალობად.

თითოეული პროექტისთვის ინდივიდუალურად ვამუშავებთ ტექნიკურ კვანძებს და ვარჩევთ შესაბამის სისტემებსა და მასალებს. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე ვაწარმოებთ საჭირო კონსტრუქციებს საკუთარ საწარმოში და ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მათ მიწოდებასა და პროფესიონალურ მონტაჟს.

დიახ. შესაძლებელია როგორც სრული მომსახურებით სარგებლობა, ასევე ცალკეული პროდუქციისა და მასალების შეძენა მონტაჟის მომსახურების გარეშე.

დიახ, ჩვენივე სპეციალიზებული გუნდი უზრუნველყოფს ყველა კონსტრუქციის პროფესიონალურ მონტაჟს.

პროექტების სანახავად დააჭირეთ ღილაკს
აღარ მაჩვენო პროექტები
menu icon menu icon